მოცემულე რესურსი გვაძლევს საშვალებას განვავითაროთ
კითხვითი უნარ-ჩვევები: ძიებითი, გაცნობითი, გადახედვითი. ვიყენებ ასევე წერითი, მეტყველების უნარ-ჩვევების
შესწავლისთვის. მოსწავლეები ეცნობიან თავის თანატოლის ოჯახის წევრებს მათ საქმიანობებს.
რაც უწყობს ხელს კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ტექსტსტში ასევე ხაზი აქვს გასმული
ისეთ სიტყვებს და წითლად არის აღნისნული სწორი გრამატიკული ფორმები, რასაც მოსწავლეებმა
ყურადღება უნდა მიაქციონ რადგან მეტყველების
დროს ხშირია მათი შეცდომით დასახელება და გამოთქმა.მეორე სლაიდის დროს ისმევა კიტხვა
სიტყვაზე ყურადღების გასამახვილებლად (პროვოცირება)და ტექსტის წაკითხვის შემდეგ მეცხრე
სლაიდის დახმარებით თავად გააზრებულად პოულობენ პასუხს. მეთორმეტე სლაიდი შეჯამების
სახის საშვალებით წარმოგვიდგენს ვიზუალურად ურთიერთ ნათესავურ კავშირს, რაც გვეხმარება
ცოდნის განმტკიცებაში და შემდეგი დავალებების
შესრულებაში და ინტერაქთიულ დავალებების ჩართვაში. მე13-15 სლაიდები ენის შესწავლასთან
ეთად ხელს უწყობს სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მასალის გამტკიცებაში.
მეთექვსმეტე სლაიდი გვეხმარება მასალის გამოყენებაში შემდგომი სლაიდი კი გაანალიზებაშ.
ბოლოს დავალებაში დასმულია კითხა თავბად შექმნან, დაწერონ და მოგვითხრონ მოსწავლეებმა
თავისი ოჯახის წევრების შესახებ. რაც საშვალებას გვაძლევს უცხო ენის ყველა მიმართულების
უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. მაგ. დაწერე მოთხრობა ამ ოჯახის შესახებ ან შენი ოჯახის
შესახებ ანოლოგიურად.( წერითი უნარ-ჩვევები) , შეადგინე შენი ოჯახის გენეოლოგიური ხე
და წარუდგინე კლასს(შემოქმედებითი). წაიკითხე მოცემული სლაიდები და გააკეთე დავალება
(კითხვითი) . მოცემული რესურსის გამოყენება ასევე შესაძლებელია ინტეგრირებული გაკვეთილის მსვლელობის დროს ისტორიასთან
და უცხო ენებთან. დაწყებით საფეხურზე ქართულად წარმოდგენილი სასწავლო რესურსი შეუწყობს
ხელს კითხვითი, წერითი,მეტყველების და სააზროვნო
უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ქართული ენის გაკვეთილზე
რომელიმე პოეტის ბიოგრაფიის შესწავლის დროს მაგ. მსგავსი ტექსტის შედგენა, გენეოლოგიური
ხის გაკეთება ინტერაქციული დავალებებში პოეტის ოჯახის წევრების სახელების შეტანა. და.ასე.შ.
არნიშნულ
რესურს ვიყენებ კლასში როგორც ჯგუფურ სამუშაოს დროს ასევე ინდივიდუალური დავალებების
შესრულებისთვის. მოცემული რესურსი ხელს მიწყობს სწრაფად და გააზრებულად შევასწავლო
მოსწავლეებს მოცემული თემა, აქტიურად ჩავრთო სასწავლო პროცესში, ხელი შევუწყო ხალისიანათ
შეისწავლონ მასალა.
რესურს ვიყენებ
და შემიძლია გამოვიყენო ყველა კლასში დონეების შესაბამისად.
V კლასში სI.
მიმართულება აუდირება
უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.
უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
მიმართულება კითხვა
უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები.
მიმართულება ლაპარაკი-
ს.I 23, ს.I 25, ს.I 26.
უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.I.24. მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა.
უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.
უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.
VI კლასი სII.
მიმართულება აუდირებას
II.. 2, ს. . II 6.
უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/ მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.
მიმართულება კითხვა
უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).
უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.
უცხ.ს.II.15. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად;
ბ) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით;
გ) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.
მიმართულება ლაპარაკი
უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები.
VII კლასი სIII.
მიმართულება აუდირება
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
მიმართულება კითხვა
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).
უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
მიმართულება წერა
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე
დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის
დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები
VIII კლასი ს
IV.
მიმართულება აუდირება
უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან
თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.
უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).
მიმართულება კითხვა
უცხ.ს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია კომიქსის წაკითხვა და გაგება.
უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
მიმართულება წერა
უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
უცხ.ს.IV.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
მიმართულება ლაპარაკი
უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.(ნაცნობ თემაზე)
უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий